უეჭველია, ავადა ვარ: გულში ნისლია,
მომბეზრდა ხალხი, არც მოსმენის სურვილი არ მაქვს.
სიზმარში ვხედავ მოელვარე სამეფო ალმასს,
და იატაგანს, პირგანიერს, ბასრს და სისხლიანს.
მე მეჩვენება (არ ვტყუვდები, ვიცი ნამდვილად)
თათარი მყავდა წინაპარი, დაელმებული,
მრისხანე ჰუნი... და ვარ ახლა სენით ვნებული,
ასწლეულებს რომ მოაწია ასე ადვილად.
ვდუმვარ, ვჭმუნვარებ, და იხსნება კედლები თვალწინ:
ქაფის თეთრ ფთილებს ოკეანის ტალღები არწევს,
გრანიტს ჩამავალ მზის სხივები ფერავს დამრეცი.
ქალაქი ცისფერ გუმბათებით, დიდი თაღებით,
აყვავილებულ ჟასმინებით სავსე ბაღები.
ჩვენ აქ ვიბრძოდით... აჰ, ასეა! მე აქ დავეცი.