უბრალოა და მედიდური ჩემი ოცნება:
ხელთ ვიგდო ხოფი - ძლიერ ტალღებს შევეურჩები,
და მოვატყუო ზოზინა დრო, ჩემი ტუჩებით
კვლავაც ახალი ბაგეები დაიკოცნება.
ხოლო როდესაც ვიგრძნობ - წლების დამაწვა ჯარი,
მორჩილი მზერით ქრისტეს აღთქმას მივიღებ რწმენით
და სიბერეში სინანული მექნება წრფელი,
გულზე კი ტვირთი, მხსნელი ტვირთი - ლითონის ჯვარი.
და მაშინ, როცა ორგიებით გზაარეული
უცებ შევკრთები და გონს მოვალ, ვით მთვარეული
შეშინებული განვლილი გზის იდუმალებით,
გამახსენდება, როგორ ფუჭად ჩავლილა წლები,
არ მიფიქრია შვილზე, გართულს ტურფა ქალებით
და არც ტოლებში მიძებნია არასდროს ძმები.